logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა ივანიშვილზე: ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩემი ქვეყანა მტრისგან იხსნა!
- +

25 აგვისტო. 2016. 15:59



პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი  ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს:


„ღია წერილი საზოგადოებას!

ვიცი რომ არ მაქვს უფლება არ გითხრათ სიმართლე!

ამიტომაც მოემზადეთ!

ვინ არის ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი?

მხოლოდ მეცენატი?

არა!!!

ეს არის ადამიანი, რომელმაც იხსნა ჩემი ქვეყანა მტრისგან!!!

მონღოლური ურდოსგან და ფაშისტური დამპყრობლისგან-ერთობლიობაში!

ვინ არის მტერი?

მტერი ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა" და მისი სატელიტი პარტიებია.

ვინ არის მოყვარე?

ყველა ვინც ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნავს

ვინ ვარ მე?

მე SINGLE PLAYER-ი ვარ უზომოდ შეყვარებული ჩემს საქართველოზე.

რას ველიდები 8 ოქტომბრის არჩევნებისგან?

„ნაციონალების" მიმართ ნულოვან ტოლერანტობას!

და კიდევ....

 

ძალიან საინტერესო იყო ბატონ თამაზ მეჭიაურთან საინიციატივო ჯგუფში მუშაობა, საოცარი გუნდი და თბილი გარემო-ეს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდია.

 

მადლობელი ვარ ჩემი არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი-ძლიერი საქართველოს" თითოეული წევრის, რომლებმაც სხვა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ერთად ათასობით ხელმოწერა შეაგროვეს, რომ ბატონი თამაზის პარტიას საარჩევნოდ რეგისტრაცია გაევლო.

ბატონ თამაზს მრავალ წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ, არ მახსოვს არცერთი მომენტი, როდესაც ჩვენს შორის აზრთა თანხვედრა არ ყოფილიყოს.

 

რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, გეტყვით ერთს, რომ სანდრა რულოვსის გამოჩენამ პოლიტიკურ სარბიელზე სრულიად შეცვალა ჩემი გეგმები და სულ მალე მივემგზავრები ოდესაში, ადგილობრივი ტელეარხის მოწვევით, სადაც გაიმართება ჩემი წიგნის „მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონის" პრეზენტაცია!

დიახ!!!

სანდრა აქ

მე იქ!!!

 

ვნახოთ რა წარმატებით მივლენ არჩევნებამდე მას მერე რაც ოდესის გუბერნატორს მისი რეზიდენციის წინ, დიდი უკრაინელი ხალხის თანხლებით წიგნს ავუფრიალებ!!!

 

წიგნს სადაც „ნაციონალური მოძრაობი-"ს რეჟიმის სრული მხილებაა!

მეშინია?

მე რომ მიშასი და მისი ზონდერების მეშინოდეს მე, მე ვიქნებოდი?

მიყვარხართ და სულ მალე ცინცხალ ამბებს ოდესიდან მოგაწვდით!", - წერს ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner