logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
- +

31 ოქტომბერი. 2022. 22:59

 

 

 

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

 

შეხვედრის მთავარ თემას „ხელოვნებისა და მუსიკის როლი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების პროცესში“ წარმოადგენდა.

 

ელისო ბოლქვაძემ სტუდენტებს კულტურის კომიტეტის საქმიანობა გააცნო. სტუდენტებთან საუბრისას დეპუტატმა  კულტურული დიპლომატიის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

კომიტეტის თავმჯდომარემ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

 

„პირველად მომეცა შესაძლებლობა, რომ სტუდენტებს პირისპირ შევხვედროდი.  ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე როგორიც არის ხელოვნება და მუსიკა. ასევე,  ვისაუბრეთ საპარლამენტო საქმიანობისა და რეფორმების შესახებ. პარლამენტის როლზე ახალგაზრდების ცხოვრებაში. როგორ შეუძლია კანონებს შეცვალოს მათი ცხოვრება და დაარეგულიროს ის პრობლემები და გამოწვევები, რაც მათ აქვთ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner