ნორვეგიის მთავრობამ არმია გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაზე გადაიყვანა. ამის შესახებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა, იონას გარ სტიორემ განაცხადა.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის თქმით, საბრძოლო მზადყოფნის გაძლიერებული დონე უზრუნველყოფს იმას, რომ ნორვეგია კარგად მომზადებული იყოს და მოქმედება შეეძლოს მაშინ, როდესაც ქვეყანა უსაფრთხოების პოლიტიკის ყველაზე სერიოზული სიტუაციის წინაშე დგას.
„უკრაინაში ომი აუცილებელს ხდის, რომ ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო უფრო ფხიზლად იყოს“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერმა.
ნორვეგიის შეიარაღებული ძალების გაძლიერებული მზადყოფნა ფორმალურად პირველი ნოემბრიდან ამოქმედდება.