logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთისთვის მძიმე შედეგები დადგება, თუ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს
- +

1 ნოემბერი. 2022. 01:31

 

 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ რუსეთისთვის მძიმე შედეგები დადგება, თუ მისი ლიდერები უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტენ.

 

„არცერთი სხვა ქვეყანა არ საუბრობს ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. არცერთი ქვეყანა არ ემუქრება რუსეთს ან პრეზიდენტ პუტინს. მას მკაფიოდ უნდა ესმოდეს, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება ძირეულად შეცვლის ამ კონფლიქტის ხასიათს. რუსეთისთვის მძიმე შედეგები დადგება“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner