logo_geo
eng_logo
უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია FIFA-ს თხოვნით მიმართავს, ირანს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა აეკრძალოს
- +

1 ნოემბერი. 2022. 01:46

 

 

უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია FIFA-ს თხოვნით მიმართავს, ირანს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა აეკრძალოს.

 

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის მიმართვას საფუძვლად უდევს ირანის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დარღვევა და ირანის სავარაუდო მონაწილეობა უკრაინაში რუსეთის შეჭრაში.

 

„ირანში ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევის შესახებ მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით, რაც შეიძლება არღვევს FIFA-ს წესდების პრინციპებსა და ნორმებს, გაეროს უშიშროების საბჭოს #2231 რეზოლუციისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიაში ირანის შესაძლო ჩართულობის გათვალისწინებით, უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, მიმართოს FIFA-ს თხოვნით, განიხილოს ირანის ნაკრების გარიცხვა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner