logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში გაემგზავრა
- +

25 აგვისტო. 2016. 16:09



საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში გაემგზავრა.


კახა კახიშვილი რიგას ლატვიის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის დზინტარს რასნაჩსის მიწვევით სტუმრობს.


ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ქვეყნის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდება. შეხვედრაზე მხარეები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ასპექტებსა და ევროპულ სტადრატებთან მაქსიმალური დაახლოების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრებენ, მათ შორის ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის გაღრმავებაზე პენიტენციურ და პრობაციის სფეროებში. განიხილავენ პენიტენციური ინფრასტრუქტურის განახლების და მშენებლობის, ციხეების ეფექტიანი მართვისა და არასაპატიმრო სასჯელთა გამოყენების პრაქტიკის განვითარების საკითხებს, მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამებსა და მათ მნიშვნელობას.


კახა კახიშვილი დელეგაციასთან ერთად, რიგის პრობაციის ბიუროსაც ეწვევა, ასევე, ოლაინეს ციხეს დაათვალიერებს. სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი არსოშვილი და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ფანიაშვილი.


საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტის გათვალისწინებით, რაც  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს,  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოვებაა. ამისთვის, სამინისტრო არაერთ ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორისაა ურთიერთობების გაღრმავება და მეგობარი ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში შემდგომი დანერგვის მიზნით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner