logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: გიგაურს და დოლიძეს ორმაგი სტანდარტი აქვთ, რადგან დღეს თუ ქართულ პოლიტიკაში რუსული ფული არის, ეს პირველ რიგში ელენე ხოშტარიას შეეხება
- +

1 ნოემბერი. 2022. 12:20

 

 

„ეკა გიგაურის განცხადებით, ქართულ პოლიტიკაში რუსული ფული არსებობს, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს. ის ირიბად „ქართულ ოცნებაზე“ საუბრობს, აღნიშნულს, ხოშტარიასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია ადასტურებს“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, თუ ვთანხმდებით, რომ რუსული ფული პრობლემას წარმოადგენს და მიუღებელია, ეს მიდგომა როგორც იურიდიულ, ასევე, ფიზიკურ პირზე უნდა გავრცელდეს.

 

„აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ გიგაურის მსჯელობა საუბარს არ ცდება, მას არ აქვს კონკრეტული ფაქტები რომელიც ქართულ პოლიტიკაში და მმართველ გუნდში რუსული ფულის არსებობას დაადასტურეს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ხელმძღვანელი არაფერს ამბობს „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და კობა ნაყოფიაზე, რომელიც რუსეთის მოქალაქე და რუსული ფულის მფლობელია, ხოლო კითხვაზე რომელიც ელენე ხოშტარიას შეეხება, როგორც ეკა გიგაური, ასევე, ნინო დოლიძე ამბობს, რომ ელენე ხოშტარიას რუსული ფული პარტიის დაფინანსებასთან კავშირში არ არის! თუ ვთანხმდებით, რომ რუსული ფული პრობლემას წარმოადგენს და მიუღებელია, ეს მიდგომა როგორც იურიდიულ, ასევე, ფიზიკურ პირზე უნდა გავრცელდეს. გიგაურს და დოლიძეს ორმაგი, უფრო სწორად, გამრუდებული სტანდარტი აქვთ, რადგან დღეს თუ ქართულ პოლიტიკაში რუსული ფული არის, ეს პირველ რიგში ელენე ხოშტარიას შეეხება, რომელიც პირდაპირ რუსეთიდან ფინანსდება და ამას თვითონ აღიარებს. მსგავსი მიკერძოებული, უარგუმენტო დისკუსია ამცირებს არასამთავრობო სექტორისადმი ნდობას. მიუღებელია ასეთი მაღალი ხარისხის მიკერძოებულობა“, - ამბობს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner