logo_geo
eng_logo
მიხეილ დუნდუა: მშვიდობაზე და ეკონომიკის განვითარებაზე დამყარებული რეფორმებით, საქართველო შეძლებს და გახდება 2030 წელს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა
- +

1 ნოემბერი. 2022. 13:51

 

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის მიხეილ დუნდუას განცხადებით ეკონომიკის მიმართულებით საქართველოში ყველა პარამეტრი უმჯობესდება. მისი თქმით, მაღალია ექსპორტის მაჩვენებელი, ასევე, ტურიზმიდან შემოსული შემოსავალი. დუნდუას ვარაუდით, სწორი რეფორმებით საქართველო შეძლებს და 2030 წელს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდება.

 

„ძალიან კარგი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რომელიც დაფიქსირდა 9 თვის განმავლობაში, ეს არის 10 პროცენტზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც გვაძლევს რეალურ იმედს, რომ წლის ბოლო ჩვენ დავასრულოთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით. მშვიდობაზე დამყარებული რეფორმებით, ეკონომიკის განვითარებაზე დამყარებული რეფორმებით, ბიზნესის, კერძო სექტორის ხელშეუხებლობაზე მათ მხარდაჭერაზე დამყარებული პოლიტიკით, საქართველო შეძლებს და მართლაც, გახდება 2030 წელს მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ასე რომ, ყველა პარამეტრი არის მწყობრში, ექსპორტი ძალიან მაღალია, ძალიან კარგია ტურიზმის მაჩვენებელი, ტურისტებიდან მიღებული შემოსავლები. ყველა პარამეტრი, ყველა მიმართულება საქართველოში უმჯობესდება“, - განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner