logo_geo
eng_logo
სუს-სა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
- +

25 აგვისტო. 2016. 16:11



საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ვალერი ვაკულჩიკმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობისშესახებ".


შეთანხმება მიზნად ისახავს მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.


ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე მხარებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს, ისაუბრეს საქართველოსა და ბელარუსს შორის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების მნიშნვნელობაზე და ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში უსაფრთხოების სამსახურების ურთიერთთანამშრომლობის წვლილს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner