logo_geo
eng_logo
გლდანში, ჯავახეთის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში საგზაო სამუშაოები დასრულდა
- +

1 ნოემბერი. 2022. 14:11

 

 

გლდანის  გამგეობა, რაიონის მასშტაბით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.

 

ამჯერად,  ჯავახეთის  ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების შედეგად, 1 111  გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი, ხოლო 5 385 კვადრატულ  მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი მოეწყო. ასევე, 1 280 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბეტონის გზა დაიგო. ამ დრომდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა.

 

შესრულებული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან  677 917 ლარი დაიხარჯა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner