გლდანის გამგეობა, რაიონის მასშტაბით, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
ამჯერად, ჯავახეთის ქუჩისა და მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების შედეგად, 1 111 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი, ხოლო 5 385 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი მოეწყო. ასევე, 1 280 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბეტონის გზა დაიგო. ამ დრომდე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა.
შესრულებული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 677 917 ლარი დაიხარჯა.