logo_geo
eng_logo
საბურთალოს რაიონში, ბარათაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა
- +

1 ნოემბერი. 2022. 15:48

 

 

საბურთალოს რაიონის გამგეობამ, ბიძინა ბარათაშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

 

პროექტის შედეგად, 4 215 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. ამ დრომდე, აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა.

 

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

 

„ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. მიმდინარე წელს არაერთი ქუჩა მოწესრიგდა, სადაც მოსახლეობა წლების განმავლობაში გრუნტიანი გზით სარგებლობდა. ამჟამად, სამუშაოები დასრულდა ბარათაშვილის ქუჩაზე და მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

 

საგზაო სამუშაოები, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „სკინჩმა“ შეასრულა, რისთვისაც  ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner