უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა უკრაინელებს მოუწოდა, რთული ზამთრისთვის მზადება დაიწყონ და საჭირო ნივთები ახლავე მოიმარაგონ.
„სახელმწიფო ემზადება და დამატებით აღჭურვილობას იძენს, უკრაინელები კი უნდა მოემზადონ რთული ზამთრისთვის და საჭირო ნივთების მარაგი ჰქონდეთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, უკრაინა აგრძელებს მოლაპარაკებებს მოკავშირეებთან ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო აღჭურვილობის მიწოდების გაზრდაზე.