logo_geo
eng_logo
უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი: რუსეთი უკრაინის ჩრდილოეთით ირანული რაკეტების განთავსებას გეგმავს - ჩვენ არ გვაქვს ეფექტური დაცვა ამ რაკეტებისგან
- +

1 ნოემბერი. 2022. 23:47

 

 

უკრაინის საჰაერო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, იური იგნატმა განაცხადა, რომ ირანული ბალისტიკური რაკეტები, რომელთა შეძენასაც რუსეთი ირანისგან გეგმავს, სავარაუდოდ, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე განთავსდება.

 

„ჩვენ ამ რაკეტებისგან დაცვის ყველა საშუალებას მივიღებთ. ალბათ, ჩრდილოეთით განათავსებენ, საიდანაც ეს რაკეტები ისე შეიძლება გაუშვან, რომ მთელ უკრაინას დაემუქროს.

 

რაკეტების მოქმედების რადიუისია: 300 კილომეტრი ერთი რაკეტა, ხოლო მეორე რაკეტა - 700 კილომეტრი. ეს ბალისტიკური რაკეტებია. ჩვენ არ გვაქვს ეფექტური დაცვა ამ რაკეტებისგან.

 

მათი ჩამოგდება თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ რეალურად ძალიან რთულია ამის გაკეთება იმ საშუალებებით, რაც გვაქვს.

 

ჩვენ გვაქვს საჰაერო თავდაცვის და არა სარაკეტო თავდაცვის სშუალებები“, - აღნიშნა უკრაინის საჰაერო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

მანამდე ტელეკომპანია CNN-მა დასავლურ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ირანი რუსეთში დამატებითი იარაღის, მათ შორის ბალისტიკური რაკეტების გაგზავნისთვის ემზადება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner