საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„პრეზიდენტ ზელენსკის დავუდასტურე: ჩვენ სრულად ვართ მობილიზებულნი, რომ რაც შეიძლება მალე გავზარდოთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვა“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.