logo_geo
eng_logo
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი
- +

2 ნოემბერი. 2022. 00:28

 

 

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობის მიღწევის გზა რუსეთის გაძევებაა.

 

„თუნდაც მშვიდობა გქონდეს, თუმცა თუ ოკუპაცია არის, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ხალხისთვის ადამიანური ტანჯვა შეწყდება. უკრაინამ უნდა მოიგოს ეს ომი“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.

 

კაია კალასის თქმით, რუსეთი ცდილობს გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება, რათა ჰქონდეს პაუზა, რათა შეძლოს გადაჯგუფება და მოგვიანებით გააგრძელოს ომი.

 

ესტონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ომის გამო დაღლილობის ფასი ძალიან მაღალი იქნება და განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა, ასევე ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner