logo_geo
eng_logo
თურქეთში ოპოზიციის ლიდერის კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს
- +

25 აგვისტო. 2016. 16:37


 

როგორც CNN Turk იუწყება თურქეთში ოპოზიციის ლიდერს, რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელის ქემალ ქილიჩდაროღლუს კორტეჟს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტი თურქეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ ართვინში მოხდა.


გამოცემა Hurriyet- ის ცნობით, პოლიტიკოსის დაცვამ თავდამსხმელებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.


შემთხვევის ადგილზე ჟანდარმერიის დანაყოფები მივიდნენ.


მაისში თურქეთის გენერალურმა  პროკურატურამ ქილიჩდაროღლუს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამის მიზეზი პოლიტიკოსის განცხადება გახდა, რომლის გამოც ხელისუფლებამ ის ძალადობისკენ წაქეზებაში დაადანაშაულა. ოპოზიციის ლიდერმა მაშინ განაცხადა, რომ მმართველი პარტია მმართველობის საპრეზიდენტო სისტემაზე სისხლისღვრის გარეშე ვერ გადავა.


სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ "კუდიანებზე ნადირობა" უნდა შეწყვიტოს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner