აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, პენტაგონის სპიკერმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას რუსეთისთვის სამხედრო დახმარება არ გაუწევიათ.
პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, რუსეთი სხვა ქვეყნებიდან იარაღის მისაღებად სხვადასხვა შესაძლებლობებს ეძებს.
„ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ჩინეთმა მიაწოდა ან აპირებს მიაწოდოს სამხედრო დახმარება რუსეთს, მაგრამ, ჩვენი ინფორმაციით, რუსეთი კვლავ ეძებს გზებს, რომ იარაღი მიიღოს როგორც ჩრდილოეთ კორეიდან, ასევე ირანიდან“, - განაცხადა რაიდერმა.