ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე, ორ მნიშვნელოვანი საკითხზე დიდი ნაბიჯები დაიგეგმა.
როგორც პაპაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მთავრობას ორი დილემა აქვს, რომელიც უძრავ ქონებას და სასამართლო სისტემას ეხება.
"უძრავი ქონების კუთხით დავაყენეთ ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მეორე იყო სასამართლოს მობილურობის უზრუნველყოფა. ეს ორი დილემა აქვს მთავრობას, რაზეც ფიქრობენ და დიდი ნაბიჯები დავგეგმეთ", - განაცხადა პაპაშვილმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი დღეს სასტუმრო „რედისონში" ბიზნესაცოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი საგადასახადო რეფორმის პროექტი წარუდგინა.