logo_geo
eng_logo
ლაშა პაპაშვილი: ორი დილემა აქვს მთავრობას, დიდი ნაბიჯები დავგეგმეთ...
- +

17 თებერვალი. 2016. 00:04



ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე,  ორ მნიშვნელოვანი საკითხზე დიდი ნაბიჯები დაიგეგმა.


როგორც პაპაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მთავრობას ორი დილემა აქვს, რომელიც უძრავ ქონებას და სასამართლო სისტემას ეხება.



"უძრავი ქონების კუთხით დავაყენეთ ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. მეორე იყო სასამართლოს მობილურობის უზრუნველყოფა. ეს ორი დილემა აქვს მთავრობას, რაზეც ფიქრობენ და დიდი ნაბიჯები დავგეგმეთ", - განაცხადა პაპაშვილმა. 



შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი დღეს სასტუმრო „რედისონში" ბიზნესაცოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი საგადასახადო რეფორმის პროექტი წარუდგინა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner