15 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი" მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ვერცხლის ნაკეთობები/ჯართი (1,409 გრ), ხელოვნური საიუველირო თვლები (252 გრ), სიგარეტი (1,000 ღერი) და სიგარა (250 ცალი) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 6422,22 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 6422,22 ლარის ოდენობით.