logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: საქართველო შეასრულებს ევროკავშირის კიდევ ერთ რეკომენდაციას და გაწმენდს ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, რომელიც დღეს დამნაშავეთა თავშესაფრად იქცა
- +

2 ნოემბერი. 2022. 14:09

 

 

„პარლამენტში აქტიურად მიმდინარეობს ევროკომისიის 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა, ოპოზიცია კი კომიკური განცხადებებით გამოირჩევა. დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი ოპოზიციისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი და ამავდროულად არასასურველია. სასურველია, რადგან მათ სურთ, დეოლიგარქიზაციის კანონი ბიძინა ივანიშვილს მოარგონ. მაგრამ არ სურთ, კანონი შეეხოს კეზერაშვილს, ნაყოფიას, ხაზარაძეს და ა.შ. რომლებიც პოლიტიკაში მონაწილეობენ და პოლიტიკურ პროცესებზე რეალური გავლენა აქვთ. ოპოზიციას იმ ტოტის მოჭრა არ სურს, რომელზეც ზის“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, ოპოზიცია ტყუილად წვალობს, რადგან მსოფლიოში არ არსებობს კანონი, რომელიც ქველმოქმედს ოლიგარქის წოდებას მიანიჭებს, ქველმოქმედებას კი ოლიგარქიად მონათლავს.

 

„ოპოზიციისთვის უმნიშვნელოა კანონის შინაარსი, მათთვის მთავარია, კანონი ივანიშვილს შეეხოს, რადგან ოპოზიციას შურისძიება ამოძრავებს, შურისძიება 2012 წლის მარცხისთვის. დეკანოიძის განცხადებით, მნიშვნელოვანი არ არის, რას ამბობს „ქართული ოცნება“ ან რა წერია კანონში. მისი განცხადებით, ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. ნაცვლიშვილი უფრო შორს წავიდა. მისი განცხადებით, ევროპარლამენტი პირდაპირ ამბობს, რომ ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია, კეზერაშვილი კი შარავანდედით მოსილი წმინდანია. საინტერესოა, რა ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობს ოპოზიცია? ვინ დაადგინა ივანიშვილის ოლიგარქობა? მსოფლიოში არსებული რომელი კანონით არის ივანიშვილი ოლიგარქი? ოპოზიცია ტყუილად წვალობს, მსოფლიოში არ არსებობს კანონი, რომელიც ქველმოქმედს ოლიგარქის წოდებას მიანიჭებს, ქველმოქმედებას კი ოლიგარქიად მონათლავს. პარლამენტი აუცილებლად მიიღებს კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც უკრაინული კანონის ანალოგია. აღნიშნულით საქართველო შეასრულებს ევროკავშირის მიერ მოთხოვნილ კიდევ ერთ რეკომენდაციას და გაწმენდს ქართულ პოლიტიკურ სივრცეს, რომელიც დღეს დამნაშავეთა თავშესაფრად იქცა (კეზერაშვილი)“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner