10 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ''სადახლო-საავტომობილო'', მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ძრავის განყოფილებაში და სავარძლების ქვეშ არადეკლარირებული პარფიუმერული ნაწარმი (28 კგ) აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,709 ლარი შეადგინა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, მოქალაქეს სანქციის სახით ფულადი ჯარიმა 4,709 ლარის ოდენობით შეეფარდა.
აღნიშნული საქონელი ნიშანდებულია „MARY KAY"-ის სასაქონლო ნიშნით, რომელიც სავარაუდოდ, წარმოებულია შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეესტრში შეტანილი სასაქონლო ნიშნის მფლობელის უფლებების დარღვევით.
„ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საბაჟო დეპარტამენტმა საქონლის გაფორმების პროცედურები 10 სამუშაო დღით შეაჩერა. ინფორმაცია საქონლის შეჩერების შესახებ ეცნობა საქონლისა და სასაქონლო ნიშნის მფლობელებს.