logo_geo
eng_logo
Reprieve: გუანტანამოს უხუცესი პატიმარი თითქმის 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ ბრალის წარდგენისა და სასამართლო პროცესის გარეშე გაათავისუფლეს
- +

2 ნოემბერი. 2022. 21:35

 

 

გუანტანამოს უხუცესი პატიმარი თითქმის 20-წლიანი პატიმრობის შემდეგ ბრალის წარდგენისა და სასამართლო პროცესის გარეშე გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია Reprieve ავრცელებს.

 

„ეს დიდი გამარჯვებაა, თუმცა 75 წლის საიფულა პარაჩა თავის ოჯახს სუსტ მოხუცი კაცად უბრუნდება. ეს უსამართლობა ვერასდროს გამოსწორდება“, - წერს ორგანიზაცია Twitter-ის გვერდზე.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია Reprieve-ი აღნიშნავს, რომ საიფულა წარმატებული ბიზნესმენი იყო, რომელიც ამერიკელებმა ტაილანდიდან გაიტაცეს.

 

„ის გადაიყვანეს ბაგრამის ავიაბაზაზე, რომელიც ცნობილია დაკავებულთა საშინელი წამებით. ერთი წლის შემდეგ კი ის გუანტანამოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუარესდა აშშ-ში პატიმრობის დროს. 2021 წლის მაისში აშშ-ის უსაფრთხოების სააგენტოებმა მის გათავისუფლებას ნება დართეს, მაგრამ მხოლოდ ახლა გაათავისუფლეს“, - აღნიშნავს ორგანიზაცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner