ავტორი მარიამ პაიჭაძე
მომღერალ ოთო ნემსაძეს პროექტ „Check in Georgia"-ს ფარგლებში ორი კონცერტი ჰქონდა რეგიონებში. „რეპორტიორთან" საუბარში მომღერალი ამბობს, რომ პროექტმა ძალიან გაამართლა და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში ბევრი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ჩამოვიდა საქართველოში.
„Check in Georgia" გამართლებული პროექტია, გამომდინარე იქიდან, რომ რეგიონებში არცთუ ისე ბევრი კონცერტი ტარდება და ხალხს სჭირდება ბევრი კარგი ხარისხის კონცერტი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის ფარგლებში ძალიან ბევრი ისეთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ჩამოვიდა, რომელიც ბევრ მაღალგანვითარებულ ქვეყანასაც კი არ დაესიზმრება.
„Check in Georgia"-ს ფარგლებში ორი კონცერტი მქონდა. ყოველთვის ძალიან მიხარია, როცა რეგიონებში მიწევს სიმღერა.
კარგი იქნება, რომ მსგავსი კონცერტები არა მხოლოდ ერთი პროექტის ფარგლებში, არამედ უფრო ხშირად ჩატარდეს", - განაცხადა ოთო ნემსაძემ.