logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ზოგიერთმა ვანდალმა უკვე მოახერხა...
- +

25 აგვისტო. 2016. 16:50


 

ფონდ „ქართუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში „მუსიკოსთა პარკში" სკულპტურების დაზიანებასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„ეს შეკვეთილში წინა კვირას გახსნილი „მუსიკოსთა პარკია". რამდენიმე დღეა ნაციოლანები ღლაბუცობენ - რას გავს სკულპტურებიო, ზურაბ წერეთელის ნამუშევრებიაო. რამდენიმე მედიასაშუალებამაც დამირეკა - ავტორი ვინაა სკულპტურებისო. სკულპტურები დამზადებულია ევროპაში ევროპელი სკულპტორების მიერ და არ ეკუთვნის ზურაბ წერეთელს. ეს ისე, facebook-ით ნიუსების მკეთებელი მედიისთვის. ვისაც „მუსიკოსთა პარკი" აინტერესებს, როგორც მინიმუმ, პარკი უნდა ნახოს მაინც. მითუმეტეს, რომ „Scorpions"-ის კონცერტიდან გამოსულმა ზოგიერთმა ვანდალმა უკვე მოახერხა თავისი კულტურული აღმატებულობის დაღის დასმა სკულპტურებზე. უიტნი ჰიუსტონის სკულპტურის გარდა დააზიანეს კიდევ რამდენიმე ნამუშევარი. უბრალოდ, გასართობად, კარგ ხასიათზე იყვნენ და სკულპტურებს დაერივნენ. ესეც ისე, ნაცების ოხუნჯობაზე დახელოვნებული და გაზარმაცებული მედიისთვის...", - წერს გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში.

 

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner