logo_geo
eng_logo
ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მიქელაძემ ბათუმის ბულვარში არსებული რესტავრირებული სკულპტურები დაათვალიერა
- +

3 ნოემბერი. 2022. 10:06

 

 

ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მიქელაძემ, მოქანდაკე გელა წულაძესთან ერთად ბათუმის ბულვარში არსებული რესტავრირებული  სკულპტურები  დაათვალიერა.  მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული საავტორო ქანდაკებების სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრული რესტავრაცია ჩაუტარდა  სიყვარულის სერიად წოდებულ საავტორო ქანდაკებებს, რომელიც თავად ავტორის უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით განხორციელდა. კერძოდ, სრულად განახლდა „ყირამალას“  სკულპტურა ახალ ბულვარში, ასევე ძველ ბულვარში არსებულ საავტორო ქანდაკებებს დაუმონტაჟდათ ახალი „გულის“ ფიგურები განათების ახლებური გადაწყვეტით.

 

„აღნიშნული ქანდაკებები ბათუმის ბულვარის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენენ, შესაბამისად, მნიშვნელოვანი იყო რესტავრაციის საკითხი, რადგან წლების განმავლობაში ზღვისპირა ნოტიო ჰავამ და გარემო პირობებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მათ. ამ მიმართულებით  ვაგრძელებთ მუშაობას და მომავალში, ეტაპობრივად, დაგეგმილია კიდევ არაერთი ძეგლის აღდგენა-რესტავრაცია“, - განაცხადა ლაშა მიქელაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner