აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს ევროპაში ჯარებს.
კერძოდ, ამერიკული კონტინგენტი დარჩება პოლონეთში და NATO-ს სხვა ქვეყნებში.
„ისინი იქ დიდხანს დარჩებიან“, - აღნიშნა ბაიდენმა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თებერვლის დასაწყისში დაამტკიცა აღმოსავლეთ ევროპაში დამატებითი ჯარების განლაგება.