logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე: როცა უკრაინული კანონი პარლამენტში ფაქტობრივად უცვლელად შევიდა, მიხვდნენ, რომ ივანიშვილი ვერ ჯდებოდა დასასანქცირებელთა სიაში, აღარ მოეწონათ და ახლა ამაზე ატეხეს ჭიჭყინი, „ოცნების“ კანონიაო
- +

3 ნოემბერი. 2022. 12:54

 

 

ექსპერტი გია გაბრიჭიძე ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის უკრაინის მიერ მიღებული დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

 

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი ამ კანონს მიიღებს  და შედეგი პრაქტიკულ ასპექტში ნამდვილად იქნება.

 

„როგორ არ იფაფხურეს, რას არ მიედ-მოედნენ, ჯერ ატეხეს ჭყივილი - უკრაინული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ იდეალურიაო, აი, ახლა კი მივწვდებით ბიძინა ივანიშვილსო. იქ ვიღაც რასა იუკნევიჩიენე გამოხტა, „დებიძინიზაცია“ თქვა და ამაზე საერთოდ ნეტარებას მიეცნენ. და როცა უკრაინული კანონი პარლამენტში ფაქტობრივად უცვლელად შევიდა, დაფიქრდნენ (ხანდახან იციან დაფიქრება), მიხვდნენ, რომ ივანიშვილი ვერანაირად ვერ ჯდებოდა დასასანქცირებელთა სიაში. ეგ კი არა და, პირიქით, თავად მათი დამფინანსებლები ექცეოდნენ დეოლიგარქიზაცის კანონის ქვეშ, აღარ მოეწონათ და ახლა ამაზე ატეხეს ჭიჭყინი - „ოცნების“ კანონიაო.

 

არადა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მკაფიოდ თქვა - რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, უკრაინამ შეიმუშავა თამამი კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ, კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ. ფაქტობრივად, ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ეს გააკეთა. ეს კარგია. ახლა საქმე იმპლემენტაციაზეა, ჩვენ გვინდა ვიხილოთ შედეგი პრაქტიკულ ასპექტში. კი ბატონო, მიიღებს საქართველოს პარლამენტი ამ კანონს და შედეგი პრაქტიკულ ასპექტში ნამდვილად იქნება“, - წერს გაბრიჭიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner