logo_geo
eng_logo
მუხიანის აგარაკებზე, გრემის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება
- +

3 ნოემბერი. 2022. 13:08

 

 

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, მუხიანის აგარაკებზე ორი  ქუჩის მოწესრიგება მიმდინარეობს.  მათ შორის მუხიანი 2-ში, გრემის  ქუჩის კაპიტალური მოწყობა  სრულდება. სამუშაოების შედეგად,  1 505 გრძივ  მეტრზე წყალარინების ქსელი მოეწყო,  რისთვისაც  301 460 ლარი დაიხარჯა.  

 

დაახლოებით, 996  გრძივ მეტრზე სანიაღვრე  ქსელი მოეწყო, ასფალტის საფარის დაგება კი,  9 600 კვ.მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.   აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 800 000 ლარი დაიხარჯება. ამ დრომდე, გრემის ქუჩაზე წყალარინების ქსელი და გზის საფარი არ არსებობდა.

 

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner