logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილეს შეხვდა
- +

3 ნოემბერი. 2022. 22:37

 

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილეს ერინ მაკკის შეხვდა.

 

შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოს მრავალწლიანი თანამშრომლობა USAID-თან და  ქართველი ხალხისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.

 

ერინ მაკკიმ აღნიშნა, რომ 30 წლის განმავლობაში USAID ნაყოფიერად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტსა და კომიტეტებთან.

 

მან გამოხატა საქართველოს მხარდაჭერის მზადყოფნა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელების პროცესში.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ეროვნული და ადგილობრივი მმართველობის გაძლიერების თაობაზე USAID-ის ორი ახალი პროგრამის  მნიშვნელობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner