logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ჩვენს „ეროვნულ-ლიბერ-NGO“ წარმომადგენლებს არ მოსწონთ ევროპული სასამართლო, ფსკერს ქვემოთ რომ ხართ, ვერ ატყობთ?
- +

3 ნოემბერი. 2022. 20:00

 

 

„როგორ გაბედეთ და თამთა მიქელაძის მოსაწონი საქციელი არ ჩაიდინეთ? მაგას „რუსთავი2-ის“ საქმეც არ მოეწონა, ჰო? ალბათ სააკაშვილზე დადებულ დასკვნებზეც პრეტენზია ექნება“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალური სამართლიანობის ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებლის, თამთა მიქელაძის ფეისბუკ სტატუსის შესახებ წერს, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროპულმა სასამართლომ მთავარი მტკიცებულების, ციანიდის ჩხრეკისა და ამოღების საკითხზე სათანადოდ არ იმსჯელა.

 

ქადაგიძის თქმით, „ეროვნულ-ლიბერ-NGO“ წარმომადგენლებს ევროპული სასამართლო არ მოსწონთ.

 

„კაი, ნუ გამაგიჟებთ ახლა... რას კადრულობ სტრასბურგი, ვერ გევიგე {სტილი დაცულია}. როგორ გაბედეთ და თამთა მიქელაძის მოსაწონი საქციელი არ ჩაიდინეთ? - და თამთა მიქელაძე ვინ არის? - NGO - დესანტი ფსევდოლიბერალების... - მაგას „რუსთავი2-ის“ საქმეც არ მოეწონა, ჰო? - კი, ეგრეა... - ალბათ სააკაშვილზე დადებულ დასკვნებზეც პრეტენზია ექნება? - რა თქმა უნდა... - და რაშია საქმე, რამე სჭირს? - მეტი რაღა უნდა სჭირდეს, ქართველი ლიბერალია... - ააა, გასაგებია. მოკლედ, ჩვენ „ეროვნულ-ლიბერ-NGO“ წარმომადგენლებს არ მოსწონთ ევროპული სასამართლო, ნუ ხასიათს გააჩნია ხოლმე.... P.S. ფსკერს ქვემოთ რომ ხართ, ვერ ატყობთ?“- წერს ქადაგიძე ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner