logo_geo
eng_logo
კვარა, ბოდიშს გიხდით, მთელ ნეაპოლს უყვარხარ, იმედია, ქურდები მალე დაისჯებიან - ნეაპოლელი გულშემატკივრები კვარაცხელიას სახლის გაქურდვაზე
- +

3 ნოემბერი. 2022. 22:54

 

 

ნეაპოლელი გულშემატკივრები სოციალურ მედიაში ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სახლის გაქურდვის ფაქტს ეხმაურებიან და მას ბოდიშს უხდიან. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

„კვარა, ის ხალხი ჩვენ არ წარმოგვადგენს, ბოდიშს გიხდით“, „მთელ ნეაპოლს უყვარხარ, ამ კრიმინალებმა შეარცხვინეს ჩვენი ხალხის იმიჯი“, „სხვა დროს ეს არასდროს მოხდებოდა, ოდესღაც „ნაპოლის“ ფეხბურთელებს არავინ ეხებოდა“, „იმედია მალე იპოვიან მის მანქანას და ქურდები დაისჯებიან!“, „ნუ დავანგრევთ ამ მშვენიერ ოცნებას“, - წერენ ნეაპოლელი გულშემატკივრები სოციალურ მედიაში.

 

ნეაპოლის მახლობლად მდებარე ქალაქ კუმაში „ნაპოლის“ ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაქურდეს.

 

როგორც იტალიური მედია იუწყება, ქურდებმა ავტომობილი Mini Countryman-ი მოიპარეს.

 

Corriere dello Sport იუწყება, რომ ქართველმა გარემარბმა უკვე დაწერა განცხადება პოლიციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner