logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: ე.წ. ციანიდის თემაზე სტრასბურგის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში სასამართლო პროცესები პირველი, მეორე და მესამე ინსტანცია სწორად მიმდინარეობს და რეფორმებს შედეგი მოაქვს
- +

3 ნოემბერი. 2022. 23:31

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ საქართველოში სასამართლო პროცესები სწორად მიმდინარეობს და რეფორმებს შედეგი მოაქვს.

 

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ მამალაძის პროცესთან მიმართებით დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა.

 

„ე.წ. ციანიდის თემაზე სტრასბურგის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში სასამართლო პროცესები პირველი, მეორე და მესამე ინსტანცია სწორად მიმდინარეობს და რეფორმებს შედეგი მოაქვს. სტრასბურგმა დაადგინა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უფლებას, დაცული იყო. ასევე მტკიცებულებების მოპოვება, ბრალის წარდგენის ნაწილიც და განჩინებაც ეჭვქვეშ არ დაუყენებია. ეს მიუთითებს, რომ სასამართლო პროცესი სწორად ვითარდება და სტრასბურგის გადაწყვეტილებაც სწორედ ამას მოწმობს. მამალაძის პროცესთან მიმართებითაც დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner