logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი ინფლაციის შემცირებაზე: რეალიზაცია იმ გეგმებისა, რომელიც მთავრობას გააჩნია ყველა მიმართულებით, მოგვცემს საშუალებას რომ ამოვისუნთქოთ
- +

3 ნოემბერი. 2022. 23:41

 

 

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მთავრობის სწორმა მუშაობამ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მოუტანა.

 

„რეალიზაცია იმ გეგმებისა, რომელიც მთავრობას გააჩნია ყველა მიმართულებით, მოგვცემს საშუალებას რომ ამოვისუნთქოთ ამ უმძიმესი პერიოდის შემდეგ - კოვიდით დაზარალებული ეკონომიკა და ამდენი გამოწვევები ომის გამო“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

ინფლაციის დონე შემცირდა. ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 მეათედი პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 10.6 მეათედი პროცენტი შეადგინა.

 

საქსტატის მონაცემებით, საბაზო ინფლაციამ 2022 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 7.3 მეათედი პროცენტი შეადგინა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner