logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ მისი გადადგომის საფუძველი არ არსებობს
- +

25 აგვისტო. 2016. 16:59



თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტების კითხვაზე, რომ საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საკრებულოს წევრების ნაწილი დედაქალაქის მერის გადადგომას ითხოვს, უპასუხა, რომ მისი გადადგომის საფუძველი არ არსებობს.


 

გუშინ ჩვენ საინტერესო სამუშაო შეხვედრა გვქონდა, თუმცა ცალკეული ადამიანების მხრიდან ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ მოქმედებებს და შესაბამისად, გამოიწვია ის რეაქცია, თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ არ უნდა გამომეთქვა ასეთი ტიპის ფრაზები და შესაბამისად, გამომეჩინა ის თმენის ვალდებულება, რომელიც საჯარო მოხელეს უნდა ჰქონდეს. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. საკრებულოში ხვალ მივალ და გავაკეთებ ძალიან საინტერესო განცხადებებს, ვუპასუხებ ყველა დასმულ კითხვას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner