logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: სჯობდა "ციანიდის საქმე" სტრასბურგში არ წაგეღოთ
- +

3 ნოემბერი. 2022. 20:01

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„სჯობდა "ციანიდის საქმე" სტრასბურგში არ წაგეღოთ.

 

ოპოზიცია ცოტას იხმაურებს, შეეცდება სიცრუის სიმართლედ გაყიდვას.

 

ამასობაში მთელი ქვეყანა გაიგებს, რომ:

 

მამალაძეს მთავარი ბრალი, ანუ დანაშაული დაუმტკიცდა;

 

ვიღაც ჩინოვნიკს დაუდასტურდა უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა, ეჭვმიტანილს თუ ბრალდებულს, განაჩენამდე, დამნაშავე უწოდა. კიდევ რაღაც უმნიშვნელო დარღვევა დაფიქსირდა, სასამართლო პროცესი დაიხურაო (ჩემი აზრით, სწორად დაიხურა).

 

შედეგი:

 

თუკი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა მამალაძის ბრალეულობაში, დღეს ყველა გაიგებს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა.

 

ჩინოვნიკს გამოუცხადებენ საყვედურს“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner