ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„სჯობდა "ციანიდის საქმე" სტრასბურგში არ წაგეღოთ.
ოპოზიცია ცოტას იხმაურებს, შეეცდება სიცრუის სიმართლედ გაყიდვას.
ამასობაში მთელი ქვეყანა გაიგებს, რომ:
მამალაძეს მთავარი ბრალი, ანუ დანაშაული დაუმტკიცდა;
ვიღაც ჩინოვნიკს დაუდასტურდა უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა, ეჭვმიტანილს თუ ბრალდებულს, განაჩენამდე, დამნაშავე უწოდა. კიდევ რაღაც უმნიშვნელო დარღვევა დაფიქსირდა, სასამართლო პროცესი დაიხურაო (ჩემი აზრით, სწორად დაიხურა).
შედეგი:
თუკი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა მამალაძის ბრალეულობაში, დღეს ყველა გაიგებს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა.
ჩინოვნიკს გამოუცხადებენ საყვედურს“, - წერს ამირან სალუქვაძე.