logo_geo
eng_logo
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გურგენ გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს
- +

4 ნოემბერი. 2022. 09:01

 

 

უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ომში დაღუპული ქართველი მებრძოლი, გურგენ გაგნიძე სამშობლოში გამთენიისას ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ.

 

მებრძოლი 29 ოქტომბერს ბახმუტთან კონტაქტური ბრძოლის დროს მაშინ დაიღუპა, როცა ჯგუფთან ერთად ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობდა. ჯგუფი „ვაგნერელების“ ჩასაფრებაში მოყვა. როგორც ცნობილია, გაგნიძე უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა, ოცმეთაური იყო და არაერთ ოპერაციაში მონაწილეობდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner