logo_geo
eng_logo
ისრაელის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
- +

4 ნოემბერი. 2022. 11:29

 

 

ისრაელის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, იაირ ლაპიდმა ქვეყნის მთავრობის ყოფილ მეთაურს ბენიამინ ნეთანიაჰუს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

 

როგორც „ბიბისი“ წერს, ლაპიდი ტელეფონით დაუკავშირდა ნეთანიაჰუს, წარმატება უსურვა და პირობა დადო, რომ ძალაუფლების გადაცემის პროცესი ყველა წესის დაცვით მოხდება.

 

არჩევნების საბოლოო შედეგებით, ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ და მათმა პარტნიორებმა, ულტრამემარჯვენე და რელიგიურმა ძალებმა, ისრაელის 120-ადგილიან ქნესეთში 64 ადგილი მოიპოვეს.

 

ამრიგად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებიდან 14 თვის შემდეგ, ბენიამინ ნეთანიაჰუ ქვეყნის მთავრობაში ბრუნდება.

 

„ბიბისის“ ცნობით, ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ქრთამის აღებისა და თაღლითობის ბრალდებით საქმეა აღძრული, რომლის განხილვაც შემდეგ კვირაში განახლდება. თავად ნეთანიაჰუ ბრალდებებს უარყოფს.

 

გამარჯვების შემდეგ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ ჩამოაყალიბებს ისეთ მთავრობას, რომელიც გამონაკლისის გარეშე ისრაელის ყველა მოქალაქეზე იზრუნებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner