logo_geo
eng_logo
5 ნოემბრიდან N500 მიკროავტობუსს N292 ავტობუსი ჩაანაცვლებს
- +

4 ნოემბერი. 2022. 11:57

 

 

მიკროავტობუსი N500 ხვალიდან N292 ავტობუსით ჩანაცვლდება. მარშრუტზე „ისუზუს“ მარკის ავტობუსი იმოძრავებს.

 

ცვლილება არ შეეხება უკვე არსებულ მარშრუტს. კერძოდ, N292 ავტობუსი გადაადგილდება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ვეკუას, ხიზანიშვილის, ვასაძის, ქერჩის, სარაჯიშვილისა და შეშელიძის ქუჩებით. შემდეგ, ავტობუსი მინდელის ხიდის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირისა და დავით აღმაშენებლის ხეივნის გავლით იმოძრავებს.

 

N292 მგზავრთა მომსახურებას სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“ დაასრულებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner