logo_geo
eng_logo
ოზურგეთში სახალხო დღესასწაული „ალეგრობა-2022“ 6 ნოემბერს ჩატარდება
- +

4 ნოემბერი. 2022. 12:06

 

 

ოზურგეთში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ალეგრობა-2022“  6 ნოემბერს ჩატარდება - ამის შესახებ ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე ისაუბრა.

 

„გაცნობებთ, რომ ოზურგეთში  ტრადიციული  სახალხო დღესასწაული „ალეგრობა-2022“  6 ნოემბერს ჩატარდება. ოზურგეთის მერია და ჩვენი შესაბამისი სამსახური თანამოქალაქეებისა და სტუმრებისთვის საინტერესო ღონისძიებებს გეგმავს: ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა; გურული კერძების მასტერკლასი; საბავშვო-გასართობი სივრცე; თანამედროვე ცეკვებისა და სიმღერის საბავშვო კონცერტი და ფოლკლორული ანსამბლები. „ალეგრობა“ დასრულდება  ფეიერვერკით და გალა კონცერტით, სადაც ოზურგეთის საპატიო მოქალაქეებსაც დავაჯილდოვებთ. გეპატიჟებით ყველას, ერთად აღვნიშნოთ ალეგრობა-2022“, - განაცხადა ოზურგეთის მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner