logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: „ოლიგარქი“ უნივერსალური ცნებაა და ამის კლასიკური მაგალითი გყავთ კეზერაშვილი, აი, რატომაა ატეხილი აჟიოტაჟი რადიკალებში
- +

4 ნოემბერი. 2022. 12:11

 

 

„ოპოზიციის დამფინანსებელი ბიზნესმენი ვერ ჩაითვლება ოლიგარქად, ამ „ნარატივის გაპრავება“ არ გამოგივათ, პატ-რადიკალებო! დიახ, ოლიგარქი უნივერსალური ცნებაა და ამის კლასიკური მაგალითი გყავთ კეზერაშვილი!“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და აზიარებს დავით კეზერაშვილზე ტელეკომპანია „POSTV“-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს.

 

„სიღარიბიდან ოლიგარქობამდე, აი, რატომაა ატეხილი აჟიოტაჟი რადიკალებში... როგორ გახდა ღარიბი ჩინოვნიკი მილიარდერი და ახლა, რა ფინანსებით მართავს რადიკალურ დღის წესრიგს... ოპოზიციის დამფინანსებელი ბიზნესმენი ვერ ჩაითვლება ოლიგარქად, ამ „ნარატივის გაპრავება“ არ გამოგივათ, პატ-რადიკალებო! დიახ, ოლიგარქი უნივერსალური ცნებაა და ამის კლასიკური მაგალითი გყავთ კეზერაშვილი! ასე რომ, მოდუნდით და დაელოდეთ დეოლიგარქიზაციის პროცესებს, ძალიან მტკივნეული აღმოჩნდება თქვენთვის, თუმცა, რას ვიზამთ? კანონი ყველასთვის კანონია!

 

P.S. კეზერაშვილი პირველია და ვნახოთ, ვინ აღმოჩნდება შემდეგი“, - წერს ზურაბ ქადაგიძე ფეისბუქზე.

 

https://www.facebook.com/profile.php?id=100086327117582

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner