logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: დავით კეზერაშვილი შავი ფულით აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, ფლობს და აფინანსებს „კრიტიკულ მედიებს“, ასევე, სამოქალაქო სექტორის და „ავტორიტეტული ენჯეოების“ ნაწილს
- +

4 ნოემბერი. 2022. 12:12

 

 

„ეს გზა გაიარა წერა-კითხვის უცოდინარმა დავით კეზერაშვილმა „ქუჩის ბიჭობიდან“ ოლიგარქამდე, გაიარა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით. ბიზნესის რეკეტი, ბიუჯეტის ძარცვა, ელიტარული კორუფცია, „შავი სალარო“, ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული და კეზერა იყო მისი და მისი ოჯახის პირადი „კასირი“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, მოპარული ფულიდან ასეულობით მილიონი უკვე დაახარჯა და კიდევ ბევრ მილიონს დაახარჯებს დავით კეზერაშვილი ოპოზიციას, მის მიერ მართულ მედიებს და ენჯეოებს, მაგრამ შედეგი იქნება აბსოლუტური ნული.

 

„აი, ეს გზა გაიარა წერა-კითხვის უცოდინარმა დავით კეზერაშვილმა „ქუჩის ბიჭობიდან“ ოლიგარქამდე, გაიარა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით. ბიზნესის რეკეტი, ბიუჯეტის ძარცვა, ელიტარული კორუფცია, „შავი სალარო“, ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული და კეზერა იყო მისი და მისი ოჯახის პირადი „კასირი“. დღეს ქართული ჯარისთვის ფულის მომპარავი დავით კეზერაშვილი რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი პერსონაა: ის შავი ფულით აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, ფლობს და აფინანსებს „კრიტიკულ მედიებს“, ასევე სამოქალაქო სექტორის და „ავტორიტეტული ენჯეოების“ ნაწილს, სწორედ ამიტომ შემოიხია ტანზე პოლიტიკოსთა, მედია-მენეჯერთა და „ენჯეოშნიკთა“ ნაწილმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე, დიახ, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მომზადებული და საქართველოს რეალობაზე მორგებული კანონპროექტი პირველ რიგში კორუმპირებულ, საქართველოში ბიზნესის და ბიუჯეტის ძარცვით გამდიდრებულ კეზერაშვილს შეეხება და მერე სხვებს. მოპარული ფულიდან ასეულობით მილიონი უკვე დაახარჯა და კიდევ ბევრ მილიონს დაახარჯებს დავით კეზერაშვილი ოპოზიციას, მის მიერ მართულ მედიებს და ენჯეოებს მაგრამ შედეგი იქნება აბსოლუტური ნული, რადგან სისხლიანი და რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედის ხელისუფლებაში დაბრუნებას საქართველოს მოსახლეობა არასდროს დაუშვებს, არასდროს!“ - წერს ბოჟაძე.

 

 https://www.facebook.com/POSTV.Analytics/videos/518333186574172

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner