logo_geo
eng_logo
ავთანდილ თალაკვაძე: საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ოზურგეთში არაერთ ლოკაციაზე აქტიურად მიმდინარეობს
- +

4 ნოემბერი. 2022. 14:56

 

 

„დავიწყეთ მაკვანეთი-ლიხაურის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა.  უკვე დასრულდა სამუშაოების პირველი ეტაპი, დაიგო 2 100-მეტრიანი მონაკვეთი და ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოების მეორე ეტაპი. სრულად გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება.  სამუშაოების ღირებულება მილიონ ორასი ათას ლარზე მეტს შეადგენს და ამ გზით არანაკლებ 1500 ოჯახი ისარგებლებს. შეგახსენებთ, ეს ის პროექტია, რომელზეც ჩასაფრებულმა პატარა პოლიტიკოსებმა ოპოზიციიდან, შოუ მოაწყვეს და ხალხს არწმუნებდნენ, რომ თითქოს პროექტს განხორციელება არ ეწერა“, - ამის შესახებ, მერიის დღევანდელ სხდომაზე, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ისაუბრა.

 

მისივე თქმით, ასევე მიმდინარეობს დვაბზუს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზების მოწყობა. კეთდება 1 კმ-დე საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელშიც 375 000 ლარი დაიხარჯება. ამ ინფრასტრუქტურით 2000-მდე ოჯახი ისარგებლებს. ასევე, დაბა ნასაკირალის ერთი რაიონისა და გაღმა დვაბზუს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, სადაც ჯამში 2 კმ-დე საგზაო მონაკვეთი მოეწყობა და განახლდება. სამუშაოებში 600 000 ლარამდე დაიხარჯება და გზის ამ მონაკვეთით 1500-ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს.

 

საგზაო ინფრასტრუქტურის პარალელურად, ლიხაურში სრულად განახლდა და მოწესრიგდა საფეხმავლო ხიდი, რომელიც ოქროსმუხუროს უბანს სოფლის ცენტრთან აკავშირებს.  სამუშაოების ღირებულებამ 140 000 ლარამდე შეადგინა. აღნიშნული ხიდის რეაბილიტაციით ოქროსმუხუროს უბნის მოსახლეობას უსაფრთხოდ, რეაბილიტირებული ხიდის მეშვეობით შეეძლებათ სოფლის ცენტრთან დაკავშირება.

 

მერმა სხდომაზე ასევე ისაუბრა ქალაქ ოზურგეთში თაყაიშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხების მოწყობაზე, რისთვისაც 148 ათასი ლარი დაიხარჯება.

 

„წლებია აღნიშნული ქუჩა წვიმის შემდეგ იტბორება, რის გამოც დისკომფორტი ექმნებათ იქ მცხოვრებ და მომუშავე ადამიანებს. ამ პროექტის განხორციელებით, ქალაქის ერთ-ერთი დიდი ქუჩის მცხოვრებთა წინაშე არსებული პრობლემა გადაიჭრება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner