კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკა მალე გაათავისუფლებს ირანს.
„სანამ ჩვენი უკუღმა მედასავლეთეების ელიტა, დემოკრატ კონგრესმენ რასკინის დასაცავად, ტოპ-ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს რუს პროპაგანდისტად გვისაღებდა... აშშ-ის დემოკრატმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანის განთავისუფლება დააანონსა! ვისგან - არ დააკონკრეტა. ალილუია!“ - წერს ხაინდრავა „ტვიტერზე“.