logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ვიზიტით იაპონიასა და კორეის რესპუბლიკას ეწვევა
- +

4 ნოემბერი. 2022. 22:53

 

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 5-12 ნოემბერს ვიზიტით იაპონიასა და კორეის რესპუბლიკას ეწვევა.

 

პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, ჰიროიუკი ჰოსოდასთან, იაპონიის ქვედა (წარმომადგენელთა) პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჰიტოში კიკავადასთან, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრთან, უუმი იოშიკავასთან და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, კიმ ჩინ-ფიოსთან გამართავს.

 

დაგეგმილია შეხვედრა იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.

 

ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ბიზნესის სფეროების წარმომადგენლებს შეხვდება.

 

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი,  ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner