საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 5-12 ნოემბერს ვიზიტით იაპონიასა და კორეის რესპუბლიკას ეწვევა.
პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს იაპონიის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან, ჰიროიუკი ჰოსოდასთან, იაპონიის ქვედა (წარმომადგენელთა) პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ჰიტოში კიკავადასთან, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრთან, უუმი იოშიკავასთან და კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, კიმ ჩინ-ფიოსთან გამართავს.
დაგეგმილია შეხვედრა იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან.
ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ბიზნესის სფეროების წარმომადგენლებს შეხვდება.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები: მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი, ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი შედიან.