ირანს რუსეთისგან დახმარების მიღება სურს თავისი ბირთვული პროგრამის მხარდასაჭერად. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN აშშ-ის დაზვერვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის სადაზვერვო წყაროების ინფორმაციით, ირანი რუსეთისგან დახმარებას ითხოვს დამატებითი ბირთვული მასალების შესაძენად და ბირთვული საწვავის წარმოებაში.
საწვავის წარმოებამ შეიძლება დაეხმაროს ირანს მისი ბირთვული რეაქტორების ამოქმედებაში და შესაძლოა კიდევ უფრო შეამციროს ის დრო, რაც თეირანს ბირთვული იარაღის შესაქმნელად სჭირდება.
როგორც ტელეკომპანია CNN იუწყება, გაურკვეველია დათანხმდა თუ არა რუსეთი ირანის თხოვნას.