logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე და მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის კონგრესის და სენატის არჩევნებში მონაწილეობას საერთაშორისო დამკვირვებლების სტატუსით მიიღებენ
- +

4 ნოემბერი. 2022. 23:18

 

 

 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის და სენატის არჩევნებში, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მიიღებენ მონაწილეობას.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 ნოემბერს არჩევნების მიმდინარეობას, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნევადას შტატში, ხოლო ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ნიუ-იორკში დააკვირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner